ინდოეთს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმა არ აქვს – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ინდოეთს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმა არ აქვს, მაგრამ მშვიდობის დამყარების იმედით, კონფლიქტის ორივე მხარესთან კონტაქტი მუდმივად აქვს,- ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა.

ჯაიშანკარის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. თუმცა, მან დასძინა, რომ ინდოეთის მთავრობა ორივე მხარეს ესაუბრება, რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა რაიმე გააკეთოს ომის დასრულების დასაჩქარებლად და ორ ქვეყანას შორის სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩემი აზრით, ორივე მხარე ამას აფასებს”, – თქვა მან და დასძინა, რომ არ არის ბევრი ქვეყანა ან ლიდერი, რომლებსაც აქვთ სურვილი, ან შესაძლებლობა, ჩაერთონ ორივე მხარესთან.

როგორც უცხოური მედია წერს, უკრაინას სურს, ინდოეთმა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებს მოდერატორობა გაუწიოს და გამოიყენოს თავისი კავშირები რუსეთთან, რათა კრემლი დაარწმუნოს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები