დონეცკის ოლქში აღმოჩენილ საფლავებში 400-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი
უკრაინაში, დონეცკის ოლქში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში 400-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, – აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ლატვიელ უფლებათადამცველ ეინას გრაუნდიშიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, როგორც თავად გრაუნდიში აცხადებს, ის, ეუთო-ს ექსპერტებთან ერთად, პირადად იმყოფებოდა დონეცკის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული საფლავები აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, დონეცკის პროზექტურაში 400-მდე ცხედარია მოთავსებული, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური კიევის მხრიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.