ტრამპი: აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოსვლა სჭირდება, რომელშიც ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე ომიდან უნდა გამოვიდეს.

მისი თქმით, კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი ომიდან გამოსვლას არ გეგმავენ.

„ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს ამ ომში უკრაინაში და ახლა უკან ვერ გამოვყავართ. მათ ეს არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ომში ვიქნებით ჩარჩენილი, ვიდრე მე არ გავხდები პრეზიდენტი. მე მოვახერხებ მოლაპარაკებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები