ზელენსკი: რუსეთთან ომი იმაზე უფრო ახლოსაა დასასრულთან, ვიდრე გვგონია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი შეიძლება იმაზე უფრო ადრე დასრულდეს, ვიდრე ზოგიერთი ფიქრობს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, ძალიან ძლიერები“, – თქვა მან.

ამერიკულ მაუწყებელ ABC News-თან საუბრისას, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ამ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგენს, უკრაინის მოკავშირეებს უკრაინის არმიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ზელენსკის თქმით, აღნიშნული გეგმა არ ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებს, არამედ ეს იყო „ხიდი დიპლომატიური გამოსავლისკენ, ომის შესაჩერებლად“.

მანვე დასძინა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დასრულებისკენ უბიძგოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი „ძლიერი პოზიციიდან“ გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები