ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესში არ შედის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესში არ შედის.

„სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესში არ შედის. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაშიც კი, დიპლომატიური გამოსავალი მაინც შესაძლებელია. ფაქტობრივად, ის რჩება ერთადერთ გზად გრძელვადიანი უსაფრთხოებისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის მოსახლეობას უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. და ეს არის ის, რის მისაღწევადაც ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ესკალაციაზე საუბრისას „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმები დაგმო და მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები