ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰეზბოლას“ სულის მოთქმის საშუალება არ უნდა მიეცეს

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი გაააქტიურებს შეტევით ოპერაციებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ,- ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ არ უნდა მიეცეს სულის მოთქმის საშუალება. მთელი ძალით უნდა განვაგრძოთ მუშაობა. დღეს გავააქტიურებთ შეტევით ოპერაციებს. სიტუაცია მოითხოვს მუდმივ ენერგიულ მოქმედებას ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

შეგახსენებთ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

ისრაელმა ბეირუთის დაჰიას რაიონი დაბომბა, სადაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არის დაბინავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები