ვიეტნამში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა – ათასობით დაშავებულია

დღეს, ცენტრალურ ვიეტნამში, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 3 და ევაკუირებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ვიეტნამის ხელისუფლება ავრცელებს.

შაბათიდან მოყოლებული, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა 320-მდე საცხოვრებელი სახლი და განადგურდა 6300 ჰექტარზე გაშენებული მოსავალი. დაზიანდა ან წყალში ჩაიძირა, სულ მცირე, 40 სასწავლო დაწესებულების შენობა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკეთესი თავშესაფრის მოსაძებნად 11 700-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები