ბელარუსის პრეზიდენტი: ქვეყანა ომისთვის უნდა მოემზადოს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანა ომისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი არ მოხდეს. თუმცა, რაც არ უნდა დაძაბული ვითარება იყოს ბელარუსის გარშემო, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ჩვენს წინააღმდეგ ომის გაჩაღების ტენდენციას“, – თქვა ლუკაშენკომ.

ამის ფონზე ბელარუსის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯარის რეფორმირება უკრაინაში ომითა და უკანასკნელ წლებში მომხდარი სამხედრო კონფლიქტებით არის ნაკარნახევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები