ნიდერლანდები უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 209,5 მილიონ ევროს გადასცემს
ნიდერლანდების მთავრობა უკრაინას 209,5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება,- ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
გარდა ამისა, ნიდერლანდები 45 მილიონ ევროს უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდში გადარიცხავს და საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოახმარს.
ველდკამპის თქმით, უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე სუსხიანი ზამთრისთვის ემზადებიან.