ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელმა, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

“ლიბანის მოსახლეობისთვის გზავნილი მაქვს. ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ისრაელი ,,ჰეზბოლასთან” ომობს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ,,ჰეზბოლა” გიყენებდათ, როგორც ,,ცოცხალ ფარს.” რაკეტები თქვენს სასტუმროებსა და ავტომობილების სადგომებში განათავსეს. ეს რაკეტები ჩვენი ქალაქებისკენ და მოქალაქეებისკენაა მიმართული. იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, ეს შეიარაღება უნდა გავანადგუროთ. დღეს დილიდან ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს. მოგიწოდებთ, ამას სერიოზულად მიუდექით. არ მისცეთ საშუალება ,,ჰეზბოლას”, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის წინ დააყენოს,” – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის დარტყმებს ლიბანში 492 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 35 ბავშვია. დაჭრილია 1 645 მოქალაქე. ისრაელმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰეზბოლას” ათასზე მეტი სამიზნე დაარტყა. საპასუხოდ, ,,ჰეზბოლამ” ლიბანიდან, ისრაელის მიმართულებით, 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები