ბელგოროდის რაიონში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინელების დაბომბვის შედეგად, ბელგოროდის ოლქის სოფელ არხანგელსკოეში სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დაიღუპა ორი ზრდასრული და ერთი მოზარდი. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ყველა დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გლადკოვმა ასევე ოთხ დასახლებულ პუნქტზე თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ განაცხადა, თუმცა, მომხდარს მსხვერპლი არ ყოფილა.

გლადკოვის თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები