რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ერთ დღეში სამჯერ დაარღვია

ორშაბათს, რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია,- ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი Ил-38 იაპონიის საჰაერო სივრცეში ერთ დღეში სამჯერ შეიჭრა ჩრდილოეთიდან, კუნძულ ჰოკაიდოსთან. იაპონიის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჯერ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მესამე შემთხვევის დროს კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსგავსი ზომები 60 წელზე მეტია არ მიუღია.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას განცხადებით, 2019 წელს რუსულმა Ту-95 ტიპის ბომბდამშენმა იაპონიის სივრცე სამხრეთ ოკინავაში და ტოკიოს სამხრეთით მდებარე იზუს კუნძულების გარშემო დაარღვია. მას შემდეგ, ეს რუსული თვითმფრინავის იაპონიის საჰაერო სივრცეში შესვლის პირველი შემთხვევა იყო.

“საჰაერო სივრცის დარღვევა ძალიან სამწუხარო ფაქტია და დღეს ჩვენ დიპლომატიური არსებით სერიოზული პროტესტი გამოვუცხადეთ რუსეთის მთავრობას და მოვუწოდეთ მათ, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ გამეორდეს”, – განაცხადა კიჰარამ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები