თურქეთის საგარეო უწყება: ისრაელის თავდასხმები ლიბანზე რეგიონს ქაოსის საფრთხის წინაშე აყენებს

ისრაელის თავდასხმები ლიბანზე რეგიონს ქაოსის საფრთხის წინაშე აყენებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმები ლიბანზე ახალ ფაზას მოიცავს, რომ მთელი რეგიონი ქაოსში ჩაითრიოს.

„აუცილებელია, რომ ყველა ინსტიტუტმა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭომ და საერთაშორისო საზოგადოებამ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები. ქვეყნები, რომლებიც უპირობოდ მხარს უჭერენ ისრაელს, ეხმარებიან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სისხლის ღვრაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, სავარაუდოდ, ყურადღებას ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე გაამახვილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები