არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოს დაუყოვნებლივ დაკავების ორდერები გასცა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ნიკოლას მადუროსა და დიოსდადო კაბელიოს დაკავების ორდერების ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არგენტინაში ექსტრადიციის მიზნით, მათი საერთაშორისო დაკავების ბრძანების გაცემა ინტერპოლის მეშვეობით უნდა მოხდეს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის დაკავების ორდერი გასცა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ბუენოს-აირესში ვენესუელის სატვირთო თვითმფრინავის კონფისკაცია და მისი აშშ-სთვის გადაცემა მოახდინეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ვენესუელის სახელმწიფო კომპანიამ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიიდან შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები