გერმანიის მაღაზიებში, ბანანის ყუთებში 7 მილიონი ევროს კოკაინი აღმოაჩინეს

​გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ბანანების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ საერთო ჯამში სუპერმარკეტების ქსელში 95 კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ევროს აღემატება. ბანანების ეს პარტია გერმანიაში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა.

პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ სუპერმარკეტების ქსელში ეს პარტია შეცდომით მოხვდა. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ცნობისთვის, ბანანების შეკვრებში კოკაინი გერმანიაში პირველად არ აღმოუჩენიათ. მსგავსი შემთხვევა 2015 წელსაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები