ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა

ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1645 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ასობით სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები