რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოჯახმა ადგილობრივ მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატები ჭამა, რის შემდეგაც ოჯახის ექვსივე წევრმა თავი ცუდად იგრძნო და მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართეს.

მედიის ინფორმაციით, ოჯახის სამი წევრი – 6, 13 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. 34 წლის მამა, 32 წლის დედა და 12 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები