„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში – ვახტანგ ბერიძე ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ძირკვაძეების, ოქრუაშვილების, უჩხოს, მერჩხეთის, ჭახაურის, სტეფანაშვილების, ლაბაიძეებისა და წინწკალაშვილების მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში. ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები