სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მობილური საწვრთნელი ჯგუფის ინსტრუქტორებმა პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარეს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სწავლება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC), ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მობილური საწვრთნელი ჯგუფის (MARCOM MTT) წარმომადგენლების მიერ განხორციელდა.

“სამდღიანი სწავლების განმავლობაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები გაეცნენ ნატოს საზღვაო ოპერაციებში ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის, კიბერუსაფრთხოებასთან და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს, საზღვაო აკრძალვით ოპერაციების კანონმდებლობას და სხვა თემებს. აღნიშნული სწავლება ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ჩრილოატლანტიკური ალიანსის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. სწავლების დასასრულს, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები