ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი წვიმა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები