ბოჭორიშვილი – კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს

“კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს და კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც”, ‘ წერს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები