„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3-ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3-ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალურ ტურნირში I, II, III ადგილებზე გასულ გუნდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან ფულადი პრიზები გადაეცათ.

“ჩემპიონატში გამარჯვება გუნდმა „მადაგასკარმა“ მოიპოვა. მეორე ადგილი „TMG“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი გუნდი „ჩიხელები“ გავიდნენ.

კალათბურთის ჩემპიონატში გორის მუნიციპალიტეტის 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

3X3 – ზე კალათბურთის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ ორგანიზებით ჩატარდა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის ფარგლებში კალათბურთის გარდა მუნიციპალური ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც გაიმართა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები