„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ ეკო აკადემია დააფუძნა

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ ეკო აკადემია დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკადემია იქნება ახალი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული თემები, ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი საკითხები გაერთიანდება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ საინტერესო ლექციები, მიიღონ პრაქტიკული რჩევები მოწვეული ტრენერებისგან, დარგის სპეციალისტებისა და გარემოს დამცველებისგან, რომლებიც გააზიარებენ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას.

„ეკო აკადემიის ლექციებზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება; გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საკითხები; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება; სპეციფიკური ნარჩენების მართვა; ცირკულარული ეკონომიკა; საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები. ასევე, მოეწყობა გასვლითი პრაქტიკული შეხვედრები უშუალოდ საწარმოებში“, – განაცხადა პრეზენტაციაზე, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები