წილოსანი – კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ

“ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

“მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ, მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია…

თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს”, – წერს წილოსანი.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დამნაშავეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები