დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე არსებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იწყება

დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე არსებული კორპუსების ფასადების (ე. წ. მიკრორაიონი) რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა წარუდგინა.

“ფასადების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 2 533 000 ლარია და მას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები