ქაბულში ორი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქში ტერორისტებმა ორი ნაღმი ააფეთქეს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ორივე აფეთქება ქალაქის დასავლეთ რაიონებში მოხდა, ტერორისტებმა დანაღმეს ქალაქის ერთ-ერთი ავტობუსი, რომელიც მოგვიანებით ცენტრში აფეთქდა. აფეთქების ადგილას მობილიზირებული იქნა სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთმა უშიშიროების ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის თანახმადაც ამერიკელ სამხედროებს უფლება ეძლევათ გარკვეული დროით ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები