იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი ძიგუა დაინიშნა
გიორგი ძიგუა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დაინიშნა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
გიორგი ძიგუა წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
1977-1980 წლებში იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი თანრიგის მეზღვაური.
1980-1981 წლებში რსფსრ-ის ჩიტის ოლქის ქალაქ კრასნოკამენსკის გეოლოგიური ექსპედიციის მე-5 თანრიგის სამთო-გამსვლელი მაღაროელი.
1981-1985 წლებში ბათუმის მექანიკური ქარხნის საქონელმცოდნე, მომმარაგებელი.
1985-1989 წლებში აჭარის სამაშველო სამსახურის პირველი თანრიგის მაშველი-მყვინთავი.
1989-1995 წლებში ესპანეთი-საბჭოთა ერთობლივი საწარმო “ამიგოს” კომერციული დირექტორი.
1996-2000 წლებში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გაზეთი “იმედის” იურისტი.
2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის მთაწმინდის ადვოკატურაში ადვოკატად.
2004-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის იურისტი, იურიდიული სამსახურის უფროსი.
2004 -2005 წლებში – ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იურისტი.
2005-2006 წლებში – იურიდიული ფირმა “მთაწმინდის ადვოკატურა” ადვოკატი.
2007-2012 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს.
2006-2020 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გ. ძიგუას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი.
2012 წელს – მთაწმინდის საარჩევნო ოლქის იურისტი.
2012 წლიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი
2012 წლის 1 ნოემბრიდან მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის ბიუროს თანამშრომელი.
2013, 2014, 2016 წლები მთაწმინდის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი, იურისტი.
2016 წელი დიდუბის საარჩევნო შტაბის იურისტი.
2017 წელი მთაწმინდის შტაბის იურისტი.
2018 წელი – დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის ბიუროს თანამშრომელი.
2020 წელი დიდუბე-ჩუღურეთის მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკის ბიუროს თანამშრომელი.
2023 წლის 1 აგვისტოდან – შპს “გიორგი ძიგუა და ადვოკატების” დირექტორი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.