“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი – მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.