ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.

საქსტატის ცნობით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა, ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

“აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოჰკითხავს.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში”, – წერია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები