რუსეთის ტვერის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, საბრძოლო მასალის საცავი იწვის – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

გასულ ღამეს, რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეტში,  დრონის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

რეგიონის გუბერნატორმა, იგორ რუდენიამ მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა იმ ტერიტორიიდან, სადაც საჰაერო თავდაცვა მოქმედებს და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ქალაქში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

“ტვერის რეგიონის ზაპადნოდვინსკის მუნიციპალურ ოლქში საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუშაობა 18 სექტემბერს შეჩერდა”,- იტყობინება ხელისუფლება.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა საბრძოლო მასალის საცავზე მოხდა.

სამხედრო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებისა და განადგურების შესახებ. მათგან, 24 ჩამოაგდეს კურსკის ოლქის თავზე, 16 ბრაიანსკზე, შვიდი სმოლენსკზე, სამი ბელგოროდზე და ერთი ორიოლზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები