ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი გულწრფელი იყო. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპის უსაფრთხოდ ყოფნის გამო, თავს მშვიდად გრძნობს.
სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა ტრამპიც.
„ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საიდუმლო სამსახურის შესახებ ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.