ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – ომი უკრაინაში 2025 წელსაც არ დასრულდება

ომი უკრაინაში 2025 წელსაც არ დასრულდება,- ეს განცხადება ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან რთულია.

„ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ აგრეთვე არ უნდა შევქმნათ ძალიან დიდი მოლოდინები, იმიტომ რომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიდან რუსული შეჭრა იყო სპრინტი, რომელიც მარათონად იქცა, ხოლო სინამდვილეში ის 42-კილომეტრიანი სპრინტია“, – თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ბრეკელმანსმა აღნიშნა, დასავლური ქვეყნები უკრაინას მომავალშიც უნდა დაეხმარონ, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება, და ევროპელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

ბრეკელმანსი ფიქრობს, რომ რუსეთს მაღალი ინტენსივობის ომის წარმოება ძალიან დიდი ხანი შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები