ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს

დღეს, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.

ფოთის მერიის ცნობით, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ და ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სსიპ ქ. ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფოთის N 1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კაბინეტი გაიხსნა. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სკოლის საგნებთან ერთად, პროფესიული განათლების მიღება სკოლაში შეუძლიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ერთდროულად პროფესიული განათლების დიპლომს და სკოლის ატესტატს მიიღებენ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლება საქართველოს მასშტაბით ინტეგრირდა 20 საპილოტე სკოლაში,მათ შორის ფოთის N1 საჯარო სკოლაში.

სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტში წელს 504-მა პირველკლასელმა შეაღო.

ფოთის მერია სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს 2024-2025 სასწავლო პროცესის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები