სამტრედიის მერმა ბავშვებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
სამტრედიის საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დღეს 16 სექტემბერს დაიწყო. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბავშვებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, N12 და N4 საჯარო სკოლებში და N4 და იანეთის საბავშვო ბაღებში სამტრედიის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან ხათუნა გაგუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
სამტრედიაში 36 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, მათგან 2 კერძო და 34 საჯარო სკოლაა, წელს სასკოლო დაწესებულების კარი 576 პირველკლასელმა შეაღო, პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში” თითოეულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჩუქრად ბუკები გადაეცათ.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო წელი განახლდა. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 საბავშვო ბაღში ჩატარდა, ამ ეტაპზე რამდენიმე ბაღის განახლების პროცესი მიმდინარეობს.
,,ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, დირექტორებს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, თანამშრომლებს, მართველებს და მშობლებს, ვუსურვებ მათ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს. სამტრედიის საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აღნიშნულ დაწესებულებებში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე პროცესებში და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს მომავალი თაობების აღზრდის საქმეს”,- აცხადებს დავით ბახტაძე.