გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

თამაზ შიოშვილი გორის მე-2 საჯარო სკოლაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან გიორგი ბერძენიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მოგესალმებით, ჩემო პატარებო, მასწავლებლებო, მშობლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს.
დღეს სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. დღევანდელ დღეს ვულოცავ, ასევე საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.
გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ყველაფერს აკეთებს თითოეული მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად”, – განაცხადა გორის მერის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები