საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და 2 ათას ლარს აჭარბებს
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათი ცნობით,2024 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
“საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი”, – წერია ინფორმაციაში.