პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.
მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი.
ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები