ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ

“ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი.

წერილს “ქართული ოცნება” ავრცელებს.

“მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.

სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.

მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ

ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის”, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები