რომან დუმბაძის მეუღლე: ჩემი ქმრის ქართველ მკვლელებს არ ვიცნობდი

  გენერალ რომან დუმბაძის მეუღლე „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუდან მან ბევრი რამ პირველად შეიტყო. ცისანა აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმის გამოძიებით ქართული მხარეც დაინტერესებულია.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. ბორისოვის ინტერვიუდან ბევრი რამ პირველად შევიტყვე. მიჭირს ბორისოვის ვერსიებზე საუბარი. რამდენად რეალურია ის ვერსია, რასაც ბორისოვი აცხადებს. ჩემი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რუსეთში დასრულდა და ველოდებით სასამართლოს, სადაც ბევრი რამ ნათელი გახდება. მინდა, ყველაფერს ფარდა აეხადოს. ვიცი, რომ საქართველოში გამოძიება დაიწყეს, ალბათ იქიდან მასალები მოაწოდეს. მეც ვიყავი, როგორც დაზარალებული მხარე, და გამომძიებელს რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა ჩემთან. ძალიან მაინტერესებს, ჯერ იქ, რუსეთში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, შემდეგ კი როგორ წარიმართება გამოძიება საქართველოში“, – განუცხადა „კვირას“ რომან დუმბაძის მეუღლემ – ცისანა აბაშიძემ.
Snimok_ekrana_2013-10-08_v_13.44.06 (1)მისი თქმით, იგი ბათუმში ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის გამომძიებელმა დეკემბრის ბოლოს დაჰკითხა. როგორც ცისანა აბაშიძემ განაცხადა, რომ რომან დუმბაძის მკვლელობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა მისთვის უცნობია. იგი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილებს არც რომან დუმბაძე იცნობდა.
„ვიცი, რომ რომანის მკვლელობაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. არასოდეს ვიცნობდი მათ, არც მინდა, რომ ვიცნობდე. გამორიცხულია, მათ რომანიც არ იცნობდა. საერთოდ, მას არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა, იმდენად ჰქონდა ჯანრთელობა შერყეული“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ცისანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ „კვირა“ გენერალ რომან დუმბაძესთან დაახლოებულ გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვს ესაუბრა. რუსმა გენერალმა „კვირას“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ გენერალი რომან დუმბაძე 2012 წელს საქართველოს იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ახლობლების დავალებით მოკლეს. მისი განცხადებით, გენერლის მკვლელობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობა გახდა. მისივე თქმით, მკვლელობისთვის დაკავებულმა რამდენიმე პირმა დანაშაული უკვე აღიარა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები