სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 4.11% დაამუშავა და 216 საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის, მოქმედი მმართველი პარტია – „სამოქალაქო კონტრაქტი“ 55.22%-ით (32,923 ხმა) ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სომხეთში ამომრჩევლად 2,503,974 ადამიანია რეგისტრირებული.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის – 8%.