“რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებზე ფიქრობს.
„ძალიან რთულია, როდესაც ზუსტად იცი, რომ ერთ მხარეს მხოლოდ პროვოკაციასა და დესტრუქციაზეა აგებული მთელი დღის წესრიგი და არასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიდის მათი მუშაობა და შესაბამისი ინფორმაცია როდესაც არის, რომ ერთადერთი მათი გამოსავალი არა საარჩევნო, პოლიტიკური ბრძოლაა, არამედ ამორალური ბრძოლა. სიტყვით თუ ქმედებით, ისინი ფიქრობენ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ პროვოკაციაზე, ათასი საშინელების მოწყობაზე იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და მეორე ფრონტი და მესამე ფრონტი გახდეს ეს ქვეყანა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.