“როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს” – ზარქუა
“როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს – ყველამ პატივი სცეს პოლიციას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დეპუტატი თბილისის საკრებულოს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას გამოეხმაურა.
“არ ვიცი, ნაცემია თუ არა, ამაზე შესაბამის კომენტარს გააკეთებენ, მაგრამ როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს. ყველამ პატივი სცეს პოლიციას და ძალოვან უწყებებს, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ“, – აღნიშნა ზარქუამ.