ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა

ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით დაიკლო და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 17.1%-ით, 33.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

სების განმარტებით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„ივლისში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 39%-ით, 49 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპებით, 24.5%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 22.2%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ყირგიზეთი და აზერბაიჯანი, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (133.8%-იანი და 6.8%-იანი მატება, შესაბამისად).

კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ივლისში რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 35.9%-ით დაიკლო. უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (43.0%), აშშ (16.9%) და რუსეთი (15.3%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – წერია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები