ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლო

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლოა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან. იცით, რომ ევროკომისრის მხრიდან დამუქრებაც იყო. საქმეა აღძრული, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ ან დაკვეთა შეასრულონ „ნაცმოძრაობის“ იმ ზონდერებმა და მკვლელებმა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში. სიტუაციას ვაზღვევთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები