აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, მედიის თავისუფლების ინდექსში, გასული წლის მსგავსად, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდოვა, უკრაინამ კი პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ პოზიციაზე არიან აზერბაიჯანი და ბელორუსი. კვლევა “მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შეფასებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე. კვლევის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე), არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის თავდასხმები, მუქარა და დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა; წვდომა მაუწყებლობაზე; წვდომა ინტერნეტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები