აკაპულკოში 5 ადამიანი დაცხრილეს
მექსიკის კურორტ აკაპულკოში 5 ადამიანი დაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები 20-იდან 25 წლამდე ახალგაზრდა კაცები არიან. მიმდინარეობს გამოძიება. აკაპულკო მექსიკის 5 კურორტიდან ერთ-ერთი მსხვილი ადგილია. ის შტატ გერეროში მდებარეობს, სადაც ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების ყველაზე მაღალი დონე – 100 000 მოსახლეზე 77 ადამიანია დაფიქსირებული.