„დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი” – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
„დღეს, 3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ”, – შესაბამის ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, მგზავრები არ დაშავებულან.
“მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – წერია განცხადებაში.