ბოევიკებმა დონეცკის ოლქში პასტორი პირდაპირ წირვიდან გაიტაცეს

დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში, შეიარაღებულმა პირებმა ადვენტისტური ეკლესიის პასტორი პირდაპირ წირვიდან გაიტაცეს. ამ ინფორმაციას უკრაინის ადვენტისტური ეკლესიის პრეს-სამსახური ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეკლესიაში შეჭრილმა ბოევიკებმა სერგეი ლიტოვჩენკო აიძულეს საეკლესიო მსახურება შეეწყვიტა და ერთ-ერთ ავტომანქანაში ჩამჯდარიყო, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. ადგილობრივი პროტესტანტები გატაცებული პასტორის ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, უკრაინის ადვენტისტური ეკლესია საქველმოქმედო პროექტის “აღმოსავლეთელი ანგელოზი”-ს ფარგლებში, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები