“უკეთესი შედეგებისთვის მომავალში ვიბრძოლებ” – ანა ჯაფარიძე
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა.
„უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავკმაყოფილდები, უკეთესი შედეგებისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. მინდა, ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და საქართველოს სახელისა და დროშის მაღლა აწევას“, – განაცხადა ანა ჯაფარიძემ.
წყარო: 1tvsport