პეპი გრძელი წინდა პოლიტკორექტული გახდება

ბავშვების საყვარელი ზღაპრის ,,პეპი გრძელი წინდას“ მთვარი პერსონაჟი – ცელქი და მოუსვენარი გოგონა თანამედროვე საზოგადოებისთვის რასისტად აღიქმება, რადგან ის 1969 წელს გადაღებულ შვედურ ტელესერიალში საკმაოდ თამამი რასისტული ფრაზებით გამოირჩევა. შვედურ ტელეარხ „SVT“-ის ინფორმაციით, მათ გადაიღეს ახალი სერიალი ,,პეპი გრძელი წინდა“, სადაც ცელქი გოგონა პეპი უკვე აღარ მოიხსენიებს თავის მამას ,,ზანგების მეფედ“. ეს ადგილი ახალ სცენარში შეცვლილია და სხვა სიტყვებითაა შევსებული. ასევე შეცვლილია ადგილი სცენარში, სადაც პეპი თვალების გაწევით ცდილობს ჩინელის იმიტაციის გაკეთებას. ახალი სერილის სრული ვერსია დეკემბერში გამოვა. კომპანია ,,სალტკროკონმა“, რომელიც ასტრიდ ლიდგრენის საავტორო უფლებებს იცავს, სცენარში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები